ამირან გამყრელიძე მისი გადადგომის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“ვმუშაობ ჩვეულ რეჟიმში”,– ამბობს გამყრელიძე IPN-თან საუბრისას.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის ინფორმაციით, ამირან გამყრელიძის გადაყენებას აპირებენ. მისი თქმით, მასსზე და ეკატერინე ტიკარაძეს შორის მწვავე დაპირისპირებაა.