“ამნისტიას ერთი მინუსი აქვს, არ ასხვავებს არავის”- ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე ამნისტიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამნისტიას ერთი მინუსი აქვს, რომ ის არ ასხვავებს არავის და ერთნაირად ეხება ყველას.
“ამნისტიას ერთი მინუსი აქვს, არ ასხვავებს არავის. შესაძლოა, ერთი არის დღეს დაკავებული ან არც არის დაკავებული; მეორეს მოხდილი აქვს და ერთი დღე აქვს დარჩენილი; ერთი მზად არის რესოზციალიზაციისთვის; მეორე არ არის მზად. ყველაფერი, რაღაცნაირად, ერთიანად ხდება შეწყალება, თუმცა, სხვა გამოსავალი არ არსებობს და ძალიან კარგი აქტია”, — განაცხადა სოზარ სუბარმა.