ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 818-ია, გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი – ცესკო

”ამომრჩეველთა რაოდენობა 3 513 818-ია, გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი ”  – აცხადებენ ამის შესახებ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ასევე მათი თქმით, წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 ათასამდე ახალგაზრდას.

“საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა – მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47 ათასამდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მომართა.ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანში კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო – 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი”, – აცხადებენ ცესკო-ში.