ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობას არ უნდა ნაციონალური მოძრაობისთვის და ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა.
მისი განცხადებით, ოპოზიციამ მათ არჩევანის მრავალფეროვნება უნდა შესთავაზოს.
“გამოკითხვები აჩვენებს, რომ უდიდესი უმრავლესობა ქართველი ამომრჩევლის დღეს არ არის ჩამოყალიბებული, ვის დაუჭერს მხარს. ფაქტობრივად, ბევრად მეტი ადამიანი არ უჭერს მხარს არც ქართულ ოცნებას, არც ნაციონალურ მოძრაობას, ვიდრე მხარს უჭერენ ამ ორი პოლარიზებული სპექტრის წარმომადგენელს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანის მრავალფეროვნება, რომელიც ოპოზიციამ უნდა შესთავაზოს მოქალაქეებს. იმიტომ რომ ქართველი ამომრჩევლის დიდ უმრავლესობას არ უნდა რომ ხმა მისცეს არც ნაციონალურ მოძრაობას და არც ქართულ ოცნებას. საზოგადოების დაკვეთა არის ეს”,- თქვა სამადაშვილმა TV პირველის ეთერში.