“ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით“–მაია ბუწაშვილი კოვიდის მაჩვენებლებზე

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი თვლის, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მეტისმეტად მაღალია, ასევე გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ბევრ კითხვებს აჩვენს:
“საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.
დღეის მდგომარეობით, კოვიდის 11746 აქტიური შემთხვევაა, ჰოსპიტალიზებულია 3707 (31.5%).
ანუ ამჟამად კოვიდის მქონეთა დაახლოებით 1/3 იმყოფება სტაციონარში. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ მაინცდამაინც საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს კოვიდის ის ფორმა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის. ფაქტია, ზოგიერთი ექიმი ზედმეტად ფრთხილობს და ურჩევნია სტაციონარში გადაამისამართოს პაციენტები, ვიდრე მართოს ბინაზე (და ეს გარკვეულწილად გასაგებია), ასევე დიდია ექიმებზე წნეხი პაციენტების მხრიდანაც, რომლებიც ზოგჯერ დაჟინებით მოითხოვენ საავადმყოფოში გადაყვანას (ცხადია, გადაწყვეტილება ექიმის მისაღებია, მაგრამ ზოგჯერ პასუხისმგებლობის ბოლომდე თავზე აღება არც ისე ადვილია ამ პირობებში).
არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც კონსულტირებულ პაციენტს ნამდვილად არ ჭირდებოდა სტაციონარი და სრულიად მშვიდად შეიძლებოდა მისი ბინაზე დატოვება, და მეორე დღეს აღმომიჩენია, რომ ეს პაციენტი ჰოსპიტალშია, რადგან თვითონ ან ოჯახი „მაინც უფრო მშვიდად იქნება“. არადა, სტაციონარში ყოფნა სულაც არ არის სრული გარანტია, რომ გართულებას არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ზედმეტი, არასაჭირო მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.
შეიძლება ვიღაცამ მიპასუხოს, რომ ზედმეტი სიფრთხილე არაფერს აშავებს და ამით მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.
ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.).
ასევე საინტერესო იქნებოდა, რა კლინიკური სარგებელი მოიტანა რემდესევირმა. ჩვენ გვახსოვს, პირობა იყო ასეთი, რომ თუ რემდესევირი „გაამართლებდა“, ახალ პარტიას შემოვიტანდით. ამიტომ საინტერესოა, გაამართლა თუ არა და რა კრიტერიუმებით ვმსჯელობთ ამაზე.
შესაძლებლობის ფარგლებში ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ შტამების შედარება, რომლითაც ინფიცირებულნი იყვნენ გარდაცვლილები და გამოჯანრთელებულები.
მოკლედ, არა მგონია, ეს კითხვები მარტო მე მაწუხებდეს და ვიცი, ბევრს აინტერესებს.“– წერს მაია ბუწაშვილი ფეისბუქზე.

ბათუმში აშენდება პალმის მსგავსი ხელოვნური კუნძული – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, ბათუმში პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულის აშენებას გეგმავენ. მისი განმარტებით,...

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა სუს-თან პიანინოზე დაუკრა

საბურთალოს მაჟორიტარობის საერთო კანდიდატმა ოპოზიციიდან, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრმა, ბორის ყურუამ სახელმწიფო უსაფრთხოების...

სინოდის წევრი, ნეკრესელი მიტროპოლიტი კორონავირუსით გარდაიცვალა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი 62 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მეუფე სერგი...

გამოჟონილმა დოკუმენტებმა შოკში ჩამაგდო, ტოტალური მოსმენებია – ომბუდსმენი

„მე, ალბათ, როგორც ძალიან ბევრი მოქალაქე, ვფიქრობდი, რომ ღია ხაზზე საუბარი სულ მცირე არ...

“სისხლიანი” ბანერები ქვეყანაში – ელენე ხოშტარიამ ცესკოში საჩივარი შეიტანა

პარტია დროას ლიდერმა, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ "სისხლიან" ბანერებთან დაკავშირებით ცესკოში საჩივარი შეიტანა. მისი განცხადებით,...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს,  თბილისის დროით 18:34 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა...

საბჭოთა კავშირის გარდა არასდროს დაშვებულა მსგავსი პრეცედენტი – მამა ანდრია ბერების განკვეთაზე

"დღეს გაოცებული ვუსმენდი ერთ-ერთ ეპისკოპოსს, რომელმაც ეკლესიიდან ,,განკვეთა'' და ლამის შეაჩვენა ბერები. დამატებითი დახმარებისთვის...

თბილისში 20 წლის ბიჭს ეძებენ

თბილისში 20 წლის ლუკა ხეცურიანს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი გუშინ, საღამოს საათებში, ნახალოვკაში,...

ის ძალიან გავს ებოლას – გვინეაში კიდევ ერთი მომაკვდინებელი ვირუსი გამოჩნდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  და გვინეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურებს მარბურგის დაავადებით გარდაცვალების პირველი შემთხვევა. მას ვირუსი იწვევს, რომელიც თვისებებით ძალიან გავს ებოლას ვირუსს. კორონავირუსის მსგავსად,...

როგორ ვმართოთ კოვიდი სახლის პირობებში და როდის არის საჭირო ჰოსპიტალიზაცია–ნანა გეგეჭკორის და ზურაბ გურულის განახლებული რეკომენდაციები

აშშ–ში მცხოვრები ქართველი ექიმები,  ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმი, ნანა გეგეჭკორი და მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის...

ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან პოლ ბელმონდო. ის 88 წლის იყო. მას პოპულარობა ჟან-ლუკ კოდარის "უკანასკნელ ამოსუნთქვაში" შესრულებულმა მიშელ პუაკარის როლმა მოუტანა. ბელმონდოს კინოკარიერა 50 წელს...