ამ დროისთვის, ხერსონში ნაპოვნია 63 ნაწამები ცხედარი – მონასტირსკი

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის დენის მონასტირსკის ინფორმაციით, ხერსონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები და მოკლული 63 უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს.

ამჟამად მიმდინარეობს საფლავებიდან დაღუპულთა ექსკუმაცია. მან დააზუსტა, რომ ამ დრომდე, ხერსონის ტერიტორიაზე ნაპოვნია 63 ცხედარი, თუმცა სამძებრო სამუშაოები მხოლოდ ახლახანს დაიწყო.

“გვესმის, რომ რუსი ორკების თვეებით ყოფნას დასახლებული პუნქტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის გვერდი არ აუვლია, ამიტომ, წამებისა და ამ დანაშაულების მსხვერპლთა უფრო მეტი დამარხვის ადგილი იქნება აღმოჩენილი”. – თქვა მონასტირსკიმ.