“არჩევნების მოახლოებასთან ერთად მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ახალი მიდგომის წარდგენა გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო. ამას აკეთებენ არამხოლოდ საერთაშორისო მიზნებით, არამედ ძირითადად, შიდა პოლიტიკური მიზნების გამო. ისინი ცდილობენ ამომრჩევლების ყურადღება გადაიტანონ იმ ჩიხისკენ, სადაც ეს ქვეყანა სააკაშვილის აგრესიამ მოაქცია.[…] ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. არანაირი აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირად არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, როგორც ზოგიერთს შეიძლება იმედი ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. რაიმე გეგმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გაცვლის რაიმე სახის მოჩვენებით გამორჩენაზე, არ არსებობს და არც იარსებებს”.

განაცხადა ამის შესახებ, რუსეთის დუმის დეპუტატმა, ევრაზიულ ინტეგრაციასა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა.