“ჩვენი სამინისტრო არც ერთი დღე არ შეჩერებულა ამ მიმართულებით და რამდენიმე მხარესთან აქვს უწყვეტი კომუნიკაცია. თქვენ იცით, რომ არსებობს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი, როგორც უწყებათაშორისო საბჭოს ფორმატში, ასევე პროტოკოლის ჯგუფი, ასევ თხოვნა იყო რამდენიმე დღის წინ მშობლების მხრიდან, რომ ჩართულები იყვნენ ამ ჯგუფებში, რასაკვირველია უწყებათაშორისო საბჭო იშვიათ დაავადებებს შეეხება და ათობით იშვიათი დაავადება გვაქვს ქვეყანაში და სხვადასხვა დაავადებაზე უწევს მსჯელობა და იმ ფორმატში, როდესაც ამ კონკრეტული იშვიათი დაავადების ირგვლივ იქნება მსჯელობა, რასაკვირველია მოვიწვევთ და ის სამი მშობელი, ვინც მათ წარმოგვიდგინეს, აცუილებლად იქნებიან ამ საბჭოს მსჯელობის ფორმატში. “ასევე, პროტოკოლის  შექმნის ჯგუფში გამოვთქვით მზაობა, რომ იყვნენ მშობლები, დაინტერესებული მხარეები არიან და არანაირი შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. […] ამ ხმაურის ფონზე, ამ დაძაბულობის ფონზე ძალიან რთულია პროცესი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ასევე მხარეები ძალიან ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ ეს პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ასეთი პროტესტის ფონზე და სამინისტრო და დაინტერესებუკი მხარეები უნდა იყვნენ კონსტრუქციულ რეჟიმში მაგიდასთან, საჭიროების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, მე მინდა რომ მშობლებს ვთხოვო კიდევე ერთხელ და მოვუწოდო, რომ გავაგრძელოთ შეთანხმებები და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადებების მკურნალობის და მეთოდების ქვეყანაში დასანერგად, გავაგრძელოთ სამინისტროში, სამუშაო მაგიდასთან, ყველა იმ ფორმატში, რომლებიც მეშვეობითაც ჩვენ ვცდილობთ, ამ დაავადებას მივხედოთ და პრობლემები მოვაგვაროთ და ის, რაც დღეს და გასული დღეების განმავლობაში ხდება თვითონაც ხედავენ, რომ ეს არანაირად არ წაადგება ამ საქმეს და გაცილებით უკეთესია ჩვენთან ერთად სამუშაო ჯგუფის ფორმატში, როგორც მომწოდებელთან და ასევე სხვადასხვა ქვეყნის უცხოური გამოცდილებები ერთად გავიაროთ, ასევე თუ საჭიროება მოუთხოვს ექიმების გადამზადების ფორმატში განიხილონ ჩვენთან ერთად და ყველა ის პორცესი, რაც საჭიროა მედიკამენტის, თუ ამ იშვიათი დაავადების და კიდევ სხვა მრავალი იშვიათი დაავადება გვაქვს სამწუხაროდ ქვეყანაში, მკურნალობის დასანერგად, სამინისტრო ყოველთვის მზად არის, რომ იყოს მაქსიმალურად გახსნილი”.

აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აქონდროპლაზიის მედიკამენტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.