ანტიდემოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმისკენ გადახვევის კიდევ ერთი მტკიცებულება – იან კელი “ოცნებაზე”

ანტიდემოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმისკენ გადახვევის კიდევ ერთი მტკიცებულება – ამის შესახებ, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი Twitter-ზე წერს, რითიც სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას ეხმაურება.

“ის (სალომე ზურაბიშვილი) არ იყო “კარგად ინფორმირებული”, რადგან მთავრობამ გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” წევრების გარდა არავისთან კონსულტაციით არ მიიღო, მათ შორის არც პრეზიდენტთან. სამწუხაროდ, ეს ანტიდემოკრატიული, ერთპარტიული რეჟიმისკენ გადახვევის კიდევ ერთი მტკიცებულებაა”, – წერს იან კელი.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ევროკავშირის დახმარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით არ იყო ინფორმირებული.