დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ექიმებს მიმართავს და მოუწოდებს, ნუ ეწევიან ვაქცინაციის საწინააღმდეგო აგვიტაციას.
“მე ძალიან მწყინს, რომ ჩემს კოლეგებში ანტივაქსერები არიან. არადა, არიან. უნდა ვაღიარო. სამწუხაროდ, ზოგიერთი ძალიან აქტიურობს სოციალურ ქსელებში. კიდევ ერთხელ მინდა მათ მივმართო და მოვუწოდო: რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი თავის შეხედულებებში თავისუფალია და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა უფლებათა შორის, მაგრამ, როცა არის ქვეყანაში პანდემია და ეპიდემია; როცა ვიცით, რომ ეს ვირუსი ნამდვილად კლავს ადამიანებს სამწუხაროდ, 1 000 ინფიცირებულიდან, ვიცით, რომ 10-15, ხანდახან 20-ც შეიძლება რომ დაიღუპოს; ვიცით, რომ ამ დაღუპვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის პრევენციული აცრა. ამ დროს, როგორ შეიძლება, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ, რომ არ ავიცრათ არ არის, მე ვიცი, ძალიან ბევრი, ექიმებში ანტივაქსერები, მაგრამ, ვინც არიან იმათ მივმართავ და ვთხოვ უმორჩილესად — ქე მაინც, საწინააღმდეგო აგიტაციას ნუ ეწევით. ის ანტივაქსერობა თქვენთვის შეინახეთ. იმიტომ, რომ დღეს პირიქით, ყველა სამედიცინო მუშაკმა კი არა, ყველა ადამიანმა უნდა მოუწოდოს თავისი ოჯახის წევრებს, თავის ახლობლებს, რომ წადით და აიცერით, წადით და აიცერით. ამაზე გადის ქვეყნის გადარჩენის, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.