„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ რაღაც სხვა კონსტიტუცია აქვს უჯრაში ჩაკეტილი და იმით ხელმძღვანელობს და არა იმით, რომელიც ამ სახელმწიფოში მოქმედი კონსტიტუციაა.
რაც შეეხება კომისიებზე პოზიციას, ირაკლი კობახიძეს ვურჩევდი, რომ მის მიერვე დაწერილ წიგნებში ჩაეხედა. არ ვიცი, ალბათ, მისი დაწერილია ის წიგნი, მისი სახელი და გვარი ადევს კონსტიტუციის შესაბამის განმარტებებს და ჩვენ მათ შორის, კობახიძის განმარტებას დავეყრდნობით, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ან უნდა თქვას, რომ ის წიგნები მისი დაწერილი არ არის, რაც სერიოზული სკანდალი იქნება, ან თავად უნდა გაიხსენოს, რას წერდა 2012 წლამდე სახელმძღვანელოებში კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე. როგორც ჩანს, ნანობს ახლა ძალიან იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციაში განხორციელდა, მაგრამ ეს ცვლილებები არის მოქმედი კანონმდებლობა და მისი უკან წაღება ვერ მოხერხდება. ამიტომ, მოუწევთ საკონსტიტუციო სასამართლოში თქვან, რომ ან ძველად ტყუოდა ირაკლი კობახიძე, როცა ამას წერდა, ან ახლა ტყუის. ყველა შემთხვევაში მატყუარა გამოდის,“
ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.