“ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება, ან ჩვენ ნატოს წევრი ვიქნებით!” – ამის შესახებ უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან და მოქმედ საპრეზიდენტო კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას განაცხადა.
“დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? არცერთი. მხოლოდ ერთი — უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა — უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბრისას მას ვუთხარი: რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. ნატოს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით”, – განაცხადა ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.