კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 18:48

არავის შერჩება საქართველოს მტრობა, რეზოლუციებში ასეთი რაღაცების “ჩაკვეხებით” – მდინარაძე

“ქართული რადიკალური ოპოზიციის ლობისტები და დავალების მიმცემები მაქსიმალურად ცდილობენ, ასეთ რეზოლუციებში აუცილებლად მოხვდეს ისეთი პუნქტები, რომლებიც ერთი მხრივ, მათ სუბიექტურად აწყობთ, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილზეა მორგებული და ა.შ. ამავე დროს, აზიანებს გაცილებით სხვა ეროვნულ ინტერესს. ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა არის. საბოლოო ჯამში ვერ დააზიანებს, მაგრამ მცდელობაა, რეზოლუციებში მოხვდეს საქართველოსთვის დამაზიანებელი და რაც მთავარია, არაობიექტური ფაქტები და გარემოები, რასაც ხან ახერხებენ, ხან – ვერა.

საბოლოო ჯამში, ეს შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს და ვერ დააზიანებს ქვეყანას, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ლოკალური დარტყმები არის საქართველოს საწინააღმდეგო. თუ ვინმე ქვეყნის შიგნით ამის მომხრეა და არათუ მომხრეა, არამედ შემოქმედიც, ის პირდაპირ ქვეყანას მტრობს. ეს უნდა დაიმახსოვრონ კარგად და ქართულმა საზოგადოებამ იდენტიფიცირება მოახდინოს. საბედნიეროდ, დღემდე ახდენს კიდეც და მომავალშიც ასე გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, არავის შერჩება საქართველოს მტრობა, რეზოლუციებში ასეთი რაღაცების „ჩაკვეხებით“.

აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით, “ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.