საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე ოცნების რვა წევრს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.
მანდატები შეუჩერდათ : ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს, ანრი ოხანაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და დავით სონღულაშვილს.
მანდატების შეწყვეტის დადგენილების წინააღმდეგი არავინ ყოფილა.