არანაირი საკვები, დენი და საწვავი – ისრაელმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

“ბრძანება გავეცი, რომ ღაზას სექტორი სრულ ალყაში მოვაქციოთ. არ იქნება არანაირი საჭმელი, დენი და საწვავი. ყველაფერი დაკეტილია. ჩვენ ვებრძვით ცხოველ ადამიანებს და შესაბამისად ვმოქმედებთ”. – თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.