“ბოლო 4 წლის განმავლობაში ორ მილიონამდე დახმარების მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს განაცხადი გაეკეთებინოს ჯანდაცვის მიმართულებით, წამლების საფასური, სხვადასხვა სკრინინგ პროგრამები და ვინმე უყურადღებოდ დაგვეტოვებინოს. იცით რაში მდგომარეობს ჩემი სიძლიერე?! არასდროს, ამ ხნის განმავლობაში საზოგადოება არ დაგვიყვია პოლიტიკური ნიშნით. ყველას, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, მაქსიმალურად გვერდით ვედექით. წარმოიდგინეთ, როგორი ბოროტი უნდა იყო, რომ ამ პირობებში დაიწყო საზოგადოების დაყოფა შენს მხარდამჭერად და არამხარდამჭერად. დღესაც მიმაჩნია, რომ ვარ ყველას მერი”
ამბობს თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან, კახა კალაძე.