შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალდებით ერთი პირი, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს” – აცხადებს შსს.