არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, ფხიზელს ალბათ შემეძლო თავი შემეკავებინა” – მეუფე იაკობი

“არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, ფხიზელს ალბათ შემეძლო თავი შემეკავებინა” “- ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ორი წლის წინ გაკეთებულ მისივე ხმაურიან განცხადებასა და ბრალდებას იხსენებს. მან დღევანდელი ქადაგებისას თქვა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ისე მოიქცა, როგორც “არაქრისტიანიც არ უნდა იქცეოდეს და საუბრობდეს”. 2019 წლის ოქტომბერში მეუფე იაკობმა  სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ  გიორგი კვირიკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. მისივე განცხადებით, ამ შეხვედრაზე პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილება და მეუფე შიოს აღსაყდრება იგეგმებოდა.

”გახსოვთ ჩემი საქციელი სადღაც წელიწადნახევრის წინ, გამოვედი და არაფხიზელ მდგომარეობაში მოვიქეცი ისე, რომ არაქრისტიანიც არ უნდა საუბრობდეს მასე. ფხიზელს ალბათ შემეძლო თავი შემეკავებინა, მაგრამ როდესაც წლები ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, პატრიარქის წინააღმდეგ, რა საკითხზეც მე ვიყავი გაბრაზებული ყველამ იცის და მე ის არ მითქვამს, რომ, მე მოვინანიე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქციელი, რა სიტყვებსაც ვამბობდი, როგორც ვამბობდი, არავისთვის სამაგიეროს გადამხდელი ადამიანი მე არ ვარ…

ადამიანები ვართ და ხანდახან რაღაც ისე მოგივა, მაშინ გაბრაზებულიც ვიყავი და განრისხებულიც, იმიტომ, რომ რამდენი ხანი ვუყურებდი ამ ყოველივეს. იქ მე ვთქვი, რომ ზოგადად ერთ ადამიანზე ვიყავი ცოტა ისე განწყობილი, მერე ჩემთვის ძალიან ახლობელმა ადამიანმა შერიგდითო მთხოვა, მე ქალი არ ვარ, რომ გავიბუტო, მაპატიონ ქალებმა, ხელი ჩამოართვით, გადაეხვიეთო, რა თქმა უნდა, არ გადავეხვიე, ხელი ჩამოვართვი და მერე კიდე ცოტახანში ერთად რომ ვიყავით, რაღაც ისე არ იყოო და შერიგდითო. მე სამაგიეროს არავის არ გადავუხდი, მაგრამ არიან ადამიანები, რომ ვკვდებოდე და იმათგან წვეთი წყალი გადამარჩენდეს არ მივიღებ იცოდეთ, შურს არავისთან არ ვიძიებ, მაგრამ ესენი თუ არ გაჩერდებიან, მაგათ ყველას ვიცნობ, არავის არაფერს წამოვაძახებ, გარეთ გატანა წლები თუ რაღაცას მალავდი არ უნდა იკადრო. მე მინდა ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ვინც მაგათი მამოძრავებელი ძალაა თავის თავში ისევ აღმოაჩინონ ადამიანი”, – თქვა მეუფე იაკობმა. 

აქტივისტი: უფროსმა ლეიტენანტმა ხელბორკილი ჩამარტყა თვალში და შუბლის არეში

სამოქალაქო აქტივისტი, დავით კაპანაძე აცხადებს, რომ გიორგი მუმლაძის მხარდამჭერ აქციაზე დაკავების შემდეგ პოლიციის მანქანაში...

სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მას თბილისის აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი,...

სტურუა: თეატრიდან არ მივდივარ, გამაგდეთ და წავალ!

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრიდან წასვლას არ აპირებს. "დამშვიდდით,...

თურნავა: პანდემიის მიუხედავად საქართველო კვლავაც მიმზიდველია ინვესტიციებისთვის

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველო ინვესტიციებისთვის კვლავ მიმზიდველია. "პანდემიის მიუხედავად, იმ რეფორმების შედეგად,...

წილოსანი გახარიას 6 თანაგუნდელზე: დატოვონ პარლამენტი

უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ამბობს, რომ გახარიას თანაგუნდელმა 6-მა დეპუტატმა პარლამენტი უნდა დატოვოს. "მივიჩნევ, რომ...

ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა...

კალაძე: კვლევები ჩავიტარე, ყველანაირად კარგად ვარ

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ კვლევები ჩაიტარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. "დამატებით კვლევები...

თვეში ადამიანს მინიმუმ 178 ლარი სჭირდება – საქსტატის მონაცემები

საქსტატი საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტში, საშუალო მომხმარებლის...

სხვა სიახლეები

“დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან!“– მსახიობ ბესო ზანგურს კიდევ ერთ ქალზე ძალადობაში ამხელენ

რუსთაველის თეატრის  მსახიობს, ბესო ზანგურს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ამხელს. რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი ფეისბუქზე წერს რომ წ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტში შეესწრო: “დიახ, ეს კაცი...

ჯანმრთელობა

“ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან” – ნანა გეგეჭკორი ასტრაზენეკას გვერდით მოვლენებზე

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი ფეისბუქით ეხმაურება ევროპის წამლის სააგენტოს უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის...

შოუ ბიზნესი

“ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!” – რობერტ სტურუა ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ ნინუცა მაყაშვილის განცხადებას ეხმაურება

"ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქ ა ლ ე ბ მ ა 1937 წელი დაიწყეს! რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!"- წერს...

ვიდეო