არაყიც გამოსახდელი მაქვს და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა – ალეკო ელისაშვილი

”არაყიც გამოსახდელი მაქვს და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხს “ბასტი-ბუბუ” უწოდა და განაცხადა რომ მასში მონაწილეობას არ აპირებს.

“ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე არ ვიყავი, ღვინო ერთხელ გადავიღე და კიდევ მაქვს გადასაღები, არაყიც გამოსახდელი და არ ვიცი, ეს აქციებს დაემთხვევა თუ არა, მაგრამ მე ჩემი დღის წესრიგი მაქვს პოლიტიკურიც და სამეურნეოც, მევენახეობის.

რაც შეეხება ჩრდილოვან კაბინეტს, დიდად ეს საკითხი არ მადარდებს, ასეთ გაუგებარ ფორმატებში აღარ ვმონაწილეობთ. ვცდილობდით, მათთვის რაღაც რაციონალური გვეთქვა და გაეგოთ, არ დაგვიჯერეს და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩრდილოვან კაბინეტსა და „ბასტი-ბუბუში“ მონაწილეობას არ ვაპირებთ, რადგან რეფერენდუმის არ იყოს, ეს არის „ბასტი-ბუბუ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.