“კიევი მტრის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება. რუსები გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმას, რათა ქალაქში ცხოვრება შეუძლებელი გახადონ. ყველა ჩვენგანის ამოცანა ხალხისთვის სტაბილურობის წერტილების შექმნაა. რატომ გადავწყვიტეთ შემოწმების ჩატარება? იმიტომ, რომ ქალაქის ხელისუფლების ანგარიშები ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ხალხი ამბობს და მედია აქვეყნებს.

ამიტომ მაქვს წინადადება. ერთ კვირაში ქალაქის ხელისუფლება გამოასწორებს შეცდომებს და ჩვენ მერთან ერთად მივალთ შემოწმებაზე. ეს იქნება საუკეთესო დასტური იმისა, რომ არცერთი ჩვენგანი არ ცდილობს სიტუაციით სპეკულირებას”.

ამის შესახებ უკრაინის მმართველი ფრაქციის, ხალხის მსახურის ლიდერი, დავით არახამია  ტელეგრამ არხზე წერს და კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს უძლეველ ცენტრებში დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად ერთ კვირას აძლევს.