რესპუბლიკის მოედანზე, სადაც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია იგეგმება, მოქალაქეები იკრიბებიან. აქცია 14:00 საათზე დაიწყო.
ისინი ითხოვენ:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.