არჩევნებზე ხმის მიცემისას მოქალაქეებს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებენ – ცესკოს თავმჯდომარე

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად შესაძლოა, ინდივიდუალური კალამი შესთავაზონ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ „პალიტრანისუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.

„ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ.სადეზინფექციო ხსნარები, რომელიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს აშშ-ის საელჩოს და USAID-ის დახმარებით ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკომ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდუალურ კალმებს ეხება.ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს მას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება ის გამოიყენოს. მაგრამ ჩვენც ვგეგმავთ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, თამარ ჟვანიამ განმარტა, რომ მარკირების სითხეზე სანიტაიზერები გავლენას ვერ ახდენს.

„მარკირების სითხის შემადგენლობა მიწოდებული გვაქვს ჩართული მხარეებისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათ გააკეთეს ამაზე განცხადება, რომ არ არის პრობლემა. თუმცა, ახალი მარკირების სითხე, რომელიც ამ არჩევნებზე იქნება გამოყენებული, შეკვეთილია და უცხოეთიდან ჩამოვა. ჩვენს ხელთ არსებული მარკირების სითხე ადრეც ყოფილა გადამოწმებული და არათუ სპირტით, მძიმე ქიმიური საშუალებებითაც კი შეუძლებელია მისი მოშორება. მე პირადად მაქვს დასხმული, შემოწმებული, ჩემს თანამშრომლებსაც და ამ კუთხით, პრაქტიკულად შეუძლებელია მარკირების სითხეს პრობლემა შეექმნას“, – განაცხადა ჟვანიამ.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და...

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

ალექსეი ნავალნი ბერლინის Charité-ის საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ რუსული მედია საავადმყოფოს ვებვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე...

ნახევარი წელი პანდემიის გამოცხადებიდან: შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტი და აქვს თუ არა აზრი...

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა...

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს. ამის შესახებ...

საქართველოში კორონავირუსისგან 24-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ...

თქვენ ხართ ოპოზიციური ფრონტის ჩამშლელები – გიორგი ვაშაძე “ნაციონალურ მოძრაობას”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის და პარტიის პრემიერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური...

ნიუსებს ვეღარ ქმნით და ხართ მიშას განცხადებებზე მიბმულები – გუბაზ სანიკიძე ოპოზიციას

გუბზა სანიკიძე თვლის, რომ დღეს სააკაშვილის ხელშია პოლიტიკური ინიციატივა, რადგან ყველა მის განცხადებებზე რეაგირებს და...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო