არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება – ცესკო

არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერიმა  ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.

„თვითმმართველი ქალაქის, თვითმმართველი თემის მერის და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს არჩევნების მეორე ტური 20 თვითმმართველ ქალაქსა და თემში და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება. მაჟორიტარული სისტემით ჩასატარებელი არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ შემდეგი საარჩევნო სუბიექტები – „ვადამდელი არჩევნები – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „ევროპელი სოციალისტები“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თავისუფალი საქართველო“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ზურაბ – გირჩი ჯაფარიძე“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი. ხოლო მერის არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ საარჩევნო სუბიექტებს-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია-საქართველოსთვის“, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი.

მეორე ტურის დანიშვნის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს დადგენილ სხდომაზე მიიღებს. მეორე ტური კანონმდებლობის შესაბამისად 30 ოქტომბერს გაიმართება“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.