არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობამ 26.29% შეადგინა

კენჭისყრის პროცესი დასრულდა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას განუცხადა, კანონმდებლობის შესაბამისად, 20:00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა.

“რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის შექმნილ 80 სპეციალურ უბანს, 145-ვე გადასატანი საარჩევნო ყუთი 21:00 საათისთვის, დროულად დაბრუნდა სპეციალურად შექმნილ საარჩევნო უბნებზე. არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა“,-განაცხადა იოსელიანმა.

მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათის მდგომარეობით შეადგინა 26.29% – კენჭისყრაში 562 664-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში – 39.29 %, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ნაძალადევში, №7-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 20.04%.

დღის განმავლობაში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 12 საჩივარი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

„საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ, საარჩევნო უბნებზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულებისთანავე, ოქმები მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადებში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე ყველა სახის დოკუმენტაცია ილუქება და ამის შემდეგ უკვე შემაჯამებელი ოქმების დამოწმებული ასლები გადაეცემათ უფლებამოსილ პირებს.

როგორც უკვე გითხარით, ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ-გვერდზე – results.cec.gov.ge.

მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის”, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ბრიფინგის დასასრულს.

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ, რასაც ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს-ზურაბ გურული

სიტუაცია ძალიან მძიმეა, მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს -...

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, COVID-19-ის ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ მან...

შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი, ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს, საქმე აკეთონ პროფესიონალებმა – კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი

"შავებს ჩაიცვამს ქართველი ხალხი ნუ ჩავეჭიდებით თანამდებობებს საქმე აკეთონ პროფესიონალებმა "-  - ამის შესახებ...

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა საექიმო საზოგადოება შეწყვეტს ჰუმანურ ექიმობას – რატიანი

"კოლაფსი, იმიტომ, რომ ამ წუთში, რეანიმაციას არ აქვს საშუალება არც ერთი პაციენტის მიღების საწოლფონდის...

მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა – პაატა იმნაძე

"მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო გვეგონა მოსახლეობა დაგვიჯერებდა"-ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,...

ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის – პაატა იმნაძე

"ჩვენი გათვლებით ახლა დღეში 10 000-მდე ახალი შემთხვევა მაინც არის"- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის...

სოფიო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას...

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერდით თუ სად? – გიგი უგულავა

გახარიამ სად აიკიდა ვირუსი? მიტინგზე მეჯდა გვერძე თუ სად? -ეს განცხადება,  „ევროპული საქართველოს“ წევრმა,...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო