არჩევნების შემსწავლელ კომისიაზე ოპიზიციის უარი მძიმე პოლიტიკური შეცდომაა – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მიერ არჩევნების შემსწავლელ კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა მძიმე პოლიტიკური შეცდომაა.

მისი თქმით, ოპოზიცია უარს კი არ უნდა აცხადებდეს, არამედ უნდა ცდილობდეს კომისიაზე კონტროლის აღებას, რაც კანონით არის დაშვებული.

“ორი ვარიანტი:
1. თუ ხელისუფლება წინააღმდეგობას გაუწევს, მაშინ გასაგებია, რომ “ბუდეა” და უნდა გადაახდევინონ შესაბამისი ფასი.

2. თუ არ გაუწევს, მაშინ კომისიის ტრიბუნა უნდა იქნას გამოყენებული დიდი საჯარო პროცესის წასაყვანად. თამარ ჟვანიას და კომისიის სხვა წევრების საჯარო დაკითხვები, სისხლის სამართლის საქმეების ინიცირება კარგად ცნობილ ფაქტებზე და ა.შ. და ა.შ.

გასაგებია, რომ ხელისუფლება დასკვნას არ მიიღებს, მაგრამ ჭკვიანურად მართვის პირობებში, ეს შეიძლება გახდეს საარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მთავარი აქ პროცესია და არა შედეგი. რატომ არ უნდათ? ალბათ ეზარებათ, ისევე როგორც ხალხში გასვლა…”,- წერს ხუხაშვილი.

ცნობისთვის, ყველა ოპოზიციური პარტია, გარდა “ევროპელი სოციალისტებისა”, 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.