“არჩევნები ქვეყნის მომავალზეა და არა იმაზე, სად იქნება სააკაშვილი”- ამის შესახებ, პარლამენტის დამოუკიდებელმაი დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყნის მომავალ წყდება და არა კონკრეტული პოლიტიკოსის საქართველოში ჩამოსვლა–არჩამოსვლის საკითხი.
“ვფიქრობ, ის სააკაშვილი, რა თქმა უნდა, არის ანგარიშგასაწევი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ, დიახ, ის არის ერთ–ერთი პოლიტიკოსი და შესაბამისად, 2 ოქტომბერს, ჩემთვის ყოველშემთხვევაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ წყდება ამ ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ან მისი პოლიტიკური მომავალი”, – ამბობს სამადაშვილი ფორმულასთან.