“მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები არიან მათთან [აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან] ხაზზე. დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა მათთან და კიდევ ერთხელ დაათვალიერა, ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ პროტესტის გამოხატვა, ხომ არ აქვთ პროტესტის გამოხატვის ხელშეშლა.

ეს არის შესაბამისი უწყების გადასაწყვეტი პრობლემა და სახალხო დამცველი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ კომუნიკაციაში. […] მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას და პოლიტიკოსებთან მე არ ვაპირებ… ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს”.

განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობლების პროტესტზე საუბრისას.