არ არსებობს საქართველოს ორი [გაყოფილი] მხარე, ეს არის იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ, თითქოს, შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდიოდეთ. არ არსებობს [ქართველი ხალხის] ორი მხარე, არის ქართველი ხალხი ერთ მხარეს და ერთი პარტიის რეპრესიული აპარატი მეორე მხარეს და სულ ესაა. […]

ეს უფრო მეტად რომ თვალსაჩინო გავხადო, მმართველი პარტია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნათლად რუსული გეზი აიღო, ზოგჯერ, მაინც იძულებულია, რომ თავი მოაჩვენოს, თითქოს, რაღაცნაირად ევროპას დაუბრუნდება. რატომ? რადგან მათი მხარდამჭერების პირველ თუ ბოლო წრეში ხალხს ეს ევროპული გზა სურს, როგორც გამუდმებით იძახის საქართველოს მოსახლეობის 80% ან 90%, ყველა გამოკითხვა და ყველა არჩევნები ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობიდან მოყოლებული. ამიტომ, “ქართული ოცნების” ლიდერები, თუ მათ სურთ, რომ შეინარჩუნონ “ოცნების” რაღაც ნაწილი, რაც დარჩა, იძულებულები არიან, რომ ეს იმედი რაიმენაირად შეინარჩუნონ.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.