არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე – საბანკო ასოციაცია მოქალაქებს აფრთხილებს

„საბანკო ასოციაცია“ მომხმარებელს კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც „საბანკო ასოციაციაში“ აღნიშნავენ, დაზარალებულები კრიპტოვალუტით მოვაჭრეები, ასევე ის მომხმარებლები არიან, რომლებიც საბანკო ანგარიშებს ფლობენ.

“აღნიშნული სქემის მიხედვით, კიბერთაღლითი კრიპტოვალუტით მოვაჭრეს Telegram-ის Messenger-ით ან საეჭვო რეპუტაციის მქონე სხვა სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით უკავშირდება და მას კრიპტოვალუტის ყიდვაზე უთანხმდება. შეთანხმების შემდეგ, თაღლითი მსხვერპლის ანგარიშიდან, მისი ნებართვის გარეშე, თანხას კრიპტოვალუტით მოვაჭრის ანგარიშზე რიცხავს და მისგან ყიდულობს შესაბამისი მოცულობის კრიპტოვალუტას. ამ თაღლითურ სქემაში დაზარალებული მხარეა როგორც მომხმარებელი, რომლის ანგარიშიდან თანხის უკანონოდ გადარიცხვა ხორციელდება, ისე კრიპტოვალუტით მოვაჭრე, რადგან ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ჩარიცხულ საეჭვო თანხას გადმომრიცხავი პირის ანგარიშზე აბრუნებს”,– აცხადებს ასოციაცია.

მათი განმარტებით, სქემის მიხედვით, კიბერთაღლითები Google-ის საძიებო სისტემაში თაღლითური ვებ-გვერდებსაც არეკლამებენ და ამ გზით ცდილობენ მომხმარებლების მოტყუებას. ასეთი ყალბი გვერდების მისამართები ხშირ შემთხვევაში მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. ბმულზე გადასვლის შემთხვევაში, ყალბ ვებ-გვერდზე მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით კი, ბოროტად სარგებლობენ თაღლითები.

კიბერთაღლითობის შემთხვევებისგან დასაცავად ასოციაცია მომხმარებლებს რჩევებს აძლევს: “არ ენდოთ საეჭვო ან უცნობ პირებს, რომლებიც კრიპტოვალუტის შეძენის მიზნით გიკავშირდებიან; გადაამოწმეთ და დარწმუნდით, რომ პირი, რომლისგანაც თანხა გერიცხებათ და ვისაც მიყიდეთ კრიპტოვალუტა, ნამდვილად ერთი და იგივე პირია; არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე. ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი; ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ; ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ ვებგვერდის მისამართი; მობილური მოწყობილობიდან ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით”.

“გაითვალისწინეთ, რომ კიბერთაღლითები თქვენთვის კარგად ნაცნობი იმიჯით ცდილობენ თქვენს მოტყუებას. ამიტომ, აუცილებელია გადაამოწმოთ ყველაფერი, რაც საეჭვოდ მოგეჩვენებათ. მხოლოდ ასე შეძლებთ რისკების მინიმუმამდე შემცირებას”,- აღნიშნავენ „საბანკო ასოციაციაში.

„ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის“ – როგორია თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის“  - თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც კორონავირუსის ებრძვის, თავისი...

საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 4 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 355 შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 4 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 737...

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო

ეუთო/ოდირის დასკვნით, ყველა კერძო მაუწყებელი არჩევნების მიკერძოებული იყო . ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის...

ტიკარაძის განცხადებით, დაჯავშნულა 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც WHO-ს აღიარებას ელოდებიან

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაჯავშნულია, 1.7 მლნ დოზა ვაქცინა, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო...

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

კრწანისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, თბილისის მერია აცხადებს. "მემორიალი მიმდინარე წლის...

ევროკავშირის საგარეო მინისტრები შუამავლობის ჯგუფს ქმნიან – ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის მინისტრები "შუამავლების ჯგუფს" ქმნიან, რათა საქართველოს...

Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს, აცრილია 280 მილიონამდე ადამიანი

მსოფლიოში Covid19-ის ვაქცინაცია 111 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 280 მილიონამდე ადამიანია აცრილი....

რა შემთხვევაში შევა “ლელო” პარლამენტში – ბადრი ჯაფარიძის განმარტება

„ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარლამენტში იმ შემთხვევაში შევლენ, და ჩაერთვებიან საგამოძიებო...

სხვა სიახლეები

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

ჯანმრთელობა

“მერკი” კონკურენტ კომპანიას, Johnson & Johnson-ს ვაქცინის დამზადებაში დაეხმარება

ამერიკული ფარმაკო-გიგანტი "მერკი"  კონკურენტ კომპანიას "ჯონსონ და ჯონსონს" კორონავირუსის ვაქცინის წარმოებაში დაეხამრება რათა ვაქცინის წარმოება დაჩქარდეს. ეს შეთანხმება უზრუნველყოფს, რომ უახლოეს თვეებში, აშშ-ს ჯანდაცვას მილონობით...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო