„ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადადგამს ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე, ამიტომ კითხვა იმაში მდგომარეობს, ივანიშვილი ემზადება თუ არა ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ვერ გეტყვით, მაგრამ გამორიცხული არაფერია. საერთოდ არ გამოვრიცხავ, დაინახონ, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, „ქართულმა ოცნებამ” ზედ არჩევნების წინ გაუშვას სააკაშვილი ზურაბიშვილის ხელით და საზოგადოებას უთხრას, რომ აი, ისევ მე თუ არ მომცემთ ხმას, მიშა მოვა. „მიშა მოვა” გზავნილის გასაძლიერებლად რეკომენდებულია მიხეილ სააკაშვილი გარეთ იყოს. წავა თუ არა ამაზე “ქართული ოცნება” ზურაბიშვილის ხელით, ამაზე ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ თუ წავა, ამას “ოცნება” აკეთებს.

სინამდვილეში ძალიან გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი არის დაზღვევა “ქართული ოცნებისთვის”, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით,”

ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.