ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ადასტურებს, რომ უკრაინაში იმყოფება. ის ტელეგრამის საკუთარ არხზე წერს, რომ კიევიდან 20 კილომეტრში იყო, ახლა კი კიდევ მიუახლოვდა.
“თქვენმა სადაზვერვო სამსახურმა საერთოდ არ იცის, როგორ იმუშაოს. როგორც ჩანს, უცხოელი ინსტრუქტორები და სამხედრო მრჩევლები მოძველებული მეთოდით გასწავლიდნენ.
შეგიძლიათ ერთი წუთით დაისვენოთ, რადგან არ გჭირდებათ ჩვენი ძებნა – ჩვენ თვითონ გიპოვით. დიდი დრო არ გაქვთ. სჯობს დანებდეთ და დაგვიდგეთ გვერდით, როგორც არაერთხელ შემოგთავაზეთ, თორემ თქვენი აღსასრული მოვა. შეთავაზება კვლავ ძალაშია, მაგრამ არა დიდხანს”,– წერს კადიროვი.
ის იმუქრება, რომ კიევს შეუტევს და უკრაინელებს აჩვენებს, რომ “რუსული პრაქტიკა ომს უკეთ ასწავლის, ვიდრე უცხოური თეორია და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები”.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვი უკრაინაში, ერთ-ერთი სოფლის სარდაფში იმალება.