პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს თხოვნით მიმართა, რომ არ დაევიწყებინა საქართველოში არსებული ვითარება და დროდადრო ყურადღება მიექცია.
“პირველი ნაბიჯი კარგია, მაგრამ საჭიროა, რაზეც შევთანხმდით იმის იმპლემენტაცია, განხორციელება მოხდეს, რომ რეალურად ნდობა აღდგეს მხარეებს შორის. და ჩვენგან იყო თხოვნა, რომ არ დაგვივიწყონ ხოლმე, დროდადრო მოგვაქციონ ყურადღება, რათა საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა ბოლომდე მივიდეს”, – აღნიშნა ელისაშვილმა.