ერთიანობა არის ის დაკვეთა, რომელიც არსებობს დღეს ქართულ საზოგადოებაში. მე ნამდვილად არ დავიშურებ ძალისხმევას იმისათვის, რომ ოპოზიციურ ფრონტზე ეს ერთობა შედგეს, იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, ამ არჩევნებზე მართლაც საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას – საქართველო ან გადარჩება, ან გაქრება.