“მის ბანდას არ ეგონოს, რომ არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს. დავუშვათ, ჩამოვიდა ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა, რა უნდა მოხდეს, კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში.
სააკაშვილი არის მსჯავრდებული. იგი იმსახურებს ციხეს, იმიტომ რომ მან გამოუსწორებელი ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. ამას გარდა, ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სიყალბე, რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეგვიძლია”
ამბობს ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.