არ ვატარებთ „ღირსების მარშს“, ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება-თბილისი პრაიდი

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში, – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ წევრებმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. თბილისი პრაიდის წევრები 5 ივლისის აქციის ორგანიზატორების დასჯასაც მოითხოვენ, რადგან მათი მხრიდან ძალადობრივი მუქარები კვლავ გრძელდება.

„მოგეხსენებათ, რომ 28 ივნისს ვხსნით „პრაიდის კვირეულს“. წელს, ძალიან გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საზოგადოების პოლარიზაციის და ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე – არ ვატარებთ ღირსების მარშს, „პრაიდ კვირეულის“ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება. თუმცა, ამის მიუხედავად პრო-რუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს. ჩვენ 2 თვეა აქტიურ თანამშრომლობაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ძალოვან სტრუქტურებთან, შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და სახალხო დამცველის ოფისის მონაწილეობით. შსს გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და ამ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში თავადაც გააკეთებენ საჯარო განცხადებას, ასევე მუქარისა და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.

მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ბოლო დღეებში აშკარად ჟღერდება თბილისი პრაიდისა და ლგბტ თემის მადისკრედიტირებელი, ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. პრემიერი ღარიბაშვილი ბრალს გვდებს ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში და ცდილობს ჩვენს დაკავშირებას პოლიტიკური პარტიების საქმიანობასთან. კობახიძე კი ვერ ხედავს 5 ივლისის ორგანიზებაში „ალტ-ინფოს“ ლიდერების ბრალს, რითიც ქმნის დაუსჯელობის სინდრომს და სტიმულს აძლევს წლევანდელ, იდენტურ მუქარებს.

მოვითხოვთ მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხოს, რომ დაიცავს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის სამივე ღონისძიებას და თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას, ასევე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელს ქალაქში. ჩვენი მეორე მოთხოვნაა დაისაჯონ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ მუქარებს და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

ომის დაწყებიდან რუსეთმა სუ-35-ის ორი ესკადრილია დაკარგა – გენერალური შტაბი

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის უახლესი Su-35 გამანადგურებლების 2 ესკადრილია დაკარგა.  ამის შესახებ უკრაინის...

ტრ**ს თუ არ გავანძრევთ და ამ რუსულ თალიბანს არ გავუშვებთ, იგივე გველის რაც ავღანეთს...

"რა გავიგეთ ყაველაშვილების წერილიდან ანუ რისი სჯერა ივანიშვილს ან რა უნდა რომ დააჯეროს თავისი...

სოსო გოგაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაური მას ციხეში ტელეფონით ესაუბრა და დაემუქრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ მისი...

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა –...

უკვე 14 დიაგნოზი აქვს დასმული, ბოლო 3 დღეში კი 3 დიაგნოზი დაემატა - ამის...

მოსკოვთან ახლოს სამხედრო ნაწილის ყაზარმაში ხანძარი გაჩნდა

მოსკოვთან ახლოს, პოდმოსკოვიეში, დოლგოპრუდნოეში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო...

რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა, მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს – ზელენსკი

„რუსეთმა ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია. როდესაც ოკუპანტები მივიდნენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან, მათი ტანკები...

საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს – ვოლსკი პოდოლიაკის განცხადებაზე

საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს - ასე ეხმაურება, მმართველი გუნდის  დეპუტატი, გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის...

უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმაზე მასშტაბური იქნება – შოლცი

"ზარალი დრამატულად დიდია, ის მილიარდები დაჯდება და მთელი გლობალური საზოგადოების გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს...

პოლიციამ დაადგინა წყვილის ვინაობა, ვინც მარჯანიშვილზე საჯაროდ სექსით იყო დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი, ქეთი კოვზიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით...

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ იორკში საგანგებო ვითარებაა

ნიუ იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რაც მაიმუნის ყვავილის გავრცელებით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება. ჰოქულმა აღნიშნული ნაბიჯი „მაიმუნის ყვავილის...

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი დაქორწინდნენ

51 წლის ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, ჯენიფერ ლოპესი ოსკაროსან მსახიობს და რეჟისორს, ბენ აფლეკს გაყვა ცოლად. ამის შესახებ ტაბლოიდები ინსაიდერულ ინფორმაციაზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით...