რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზად იყო მის წინააღმდეგ სანქციებისთვის, მაგრამ გაკვირვებულია, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მსახიობებს და მედიის მუშაკებს.
ინფორმაციას სამთავრობო მედია TASS-ი ავრცელებს.
„ჩვენ მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდით, რომ ისინი შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციას, მსახიობებს, მედიის მუშაკებს“, – ამბობს ლავროვი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ დასავლეთმა უარი თქვა რუსეთთან თანამშრომლობაზე ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებისთვის.