“არ ვთვლი ოპოზიციად მას, ვინც “ოცნების” სარეცელს იყოფს, ვინც მანამდე შევიდა პარლამენტში”- ეს განცხადება, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ, TV პირველთან, სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
”დანარჩენ ოპოზიციას არ ვთვლი ოპოზიციონერებად იმ ადამიანებს, ვინც “ქართულ ოცნებასთან” დიდი ხანია სარეცელს იყოფს. ვინც მანამდე შევიდა პარლამენტში, არ მინდა დაკონკრეტება, არ ვგულისმხობ იმათ ვინც დღეს შევიდა პარლამენტში. უბრალოდ ჩვენ ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ საქართველო ისეთი გახდეს როგორიც ჩვენ გვსურს, ჩვენ არ ვართ ვალდებული, შევეგუოთ გარემოს რომელშიც ვცხოვრობთ და ამისთვის ვიბრძვით. დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან გამარჯვებას მოვიპოვებთ უბრალოდ ძალით გავირთულეთ ყოფა,” – განაცხადა ნიკა მელიამ.