“არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი ადამიანი რამდენი დადის “- ამ სიტყვებით ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “ოცნების” ავტორიტარული გეზი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს საფრთხეში აგდებს.
”ეს არის სიყალბე და რაღაც ვირტუალური სამყაროს შექმნა, რისი მცდელობაც აქვთ – რაც 2012 წლამდეც იყო. მაშინაც იგივე დამოკიდებულება და მდგომარეობა იყო. რაღაც ვირტუალური საქართველო შექმნეს და გარედან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ თურმე, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო […] დღეს სიტუაცია პირიქითაა. ქვეყანაში გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ნამდვილი დემოკრატია […] ამ მოცემულობაზე კი გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ეს ძალიან დიდი სიყალბე და სიცრუეა […]არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი და თუნდაც პროამერიკელი ადამიანი რამდენი შეიძლება დადიოდეს, მაგრამ ჩემთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლოა. პირველ რიგში, მე პროქართველი ვარ და პროქართულ პოლიტიკას ვატარებ […] ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას პატივს ვცემთ, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები ამ ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ როგორც კი არჩევნები დასრულდება და რუსეთ-უკრაინის ომი მილევად რეჟიმში გადავა, ყველაფერი დალაგდება”. – განაცხადა კალაძემ.