ორი წლის წინ ამ ღამეს, გამთენიისას ჯერ კიდევ მეღვიძა.
და ახალა ამბებს ვუყურე.
ტიგრანი გავაღვიძე. არ დაიჯერა.
გავიღვიძეთ მეგობრები, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებდნენ. თავიდან არც მათ სჯეროდათ.
შემდეგ თქვეს: “კარგი, გავხსნათ შამპანური!”
მაშინ ჯერ არ ვიცოდით, რომ ისტორიაში პირველად მოგვიწევდა ბრძოლა მთელ დასავლურ სამყაროსთან, ყოველგვარი მოკავშირის გარეშე.
მაგრამ უკვე ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით.
ეს ახლაც ვიცით.
ჯერ კიდევ ნაადრევია შამპანურის გახსნა. ჯერჯერობით – ლოცვა მებრძოლებისთვის, დახმარება ფრონტზე, ოჯახების, ლტოლვილებისთვის, მოთმინებით საუბრები მათთან,ვინც ეჭვებშია- ეთერში და ეთერს მიღმა.
მაგრამ შამპანური უკვე მაცივარშია და ჩვენ ძალიან ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დარჩეს მის გახსნამდე.
მარგარიტა სიმონიანი, კრემლის პროპაგანდისტი, Russia Today-ს ხელმძღვანელი.