არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა – ბადრი ჯაფარიძე ამომრჩეველს მიმართავს

“არ მიიღონ მეორე ტურში მონაწილეობა” – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. ჯაფარიძე ამომრჩევლებს, მოუწოდებს მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ეს იქნება არჩევნების ფარსი.

„ის, რომ მმართველი ძალა ფიქრობს, რომ ეს არჩევნები იყო შესანიშნავად ჩატარებული და ასახავს ხალხის ნებას, სამწუხაროდ, არის რეალობას აცდენილი და აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაზრებასთან. შენი მოსახლეობის უმრავლესობის ნების უგულებელყოფა არის ძალიან სარისკო და მე ვფიქრობ, რომ გააცნობიერებს „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი, რომ გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას „სირცხვილის კორიდორებში“. ყველა პარტიას აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს, რა ტიპის აქციას ჩაატარებს მეორე ტურების დღეს; ასე რომ, ჩვენ სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ ვიღებთ, მაგრამ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ, რადგან ეს იქნება არჩევნების ფარსი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

“აღდგეს დიალოგი ყველა დონეზე” – ირმა ინაშვილი პუტინს მიმართავს

პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანის ლიდერი ირმა ინაშვილი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მიმართავს. მისი თქმით, ქართული...

საქართველოს მთავრობა თითქოს ცდილობს, გააქროს ნატოსა და EU-ში გაწევრიანების შანსები – ილვესი

"ცუდია ის, რომ შეთანხმება გაუქმდა, მეორე - თავის იმით მოტყუებაა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა...

დადასტურდა კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 34 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი, ხოლო 1895 გამოჯანმრთელდა. 3...

კახეთში 14 წლის დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. სოფელ თამარიანში მცხოვრები 14 წლის ბიჭი 2...

არავის ვეჯიბრები, ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ მაქვს ასეთი მხარდაჭერა – კალაძე IRI-ზე

"აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ არავის ვეჯიბრები. მე ვიცი მოსახლეობის განწყობები ჩემს მიმართ და ამის...

როგორი ამინდი იქნება 7 აგვისტომდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურის ფონზე, მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით შესაძლებელია...

“პოლიტიკაში მოვდივარ“ – მოცურავე ნანა ნებიერიძე გახარიას გუნდს უერთდება

სპორტსმენი ნანა ნებიერაძე გიორგი გახარიას პარტიას უერთდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „ძალიან ბევრი ვიფიქრე, როგორ...

“იმედია თბილისელები მხარს დაუჭერენ სიკეთისა და კეთილდღეობის ელჩებს“–კალაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების კანდიდატები პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დაასახელა. კალაძის...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...