“არ მოვაწერ” – მეუფე სტეფანე სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს განცხადებით, არ მოაწერს ხელს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას.

“სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთის გაუქმება აღარ არის საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს. გამიგეთ, რა ხდება? სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე.

პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი. ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ, არ ვაპირებ და არ მოვაწერ”,– ამბობს ის.

პეტიციას ამ დრომდე შეუერთდა 5 მიტროპოლიტი –  ნიკოლოზი, იოსები, მელქისედეკი, გრიგოლი და ანანია.