“გუშინ გავაკეთე განცხადება და აღვნიშნე, რომ ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, ვინც თითქოს საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, სინამდვილეში და რეალურად ისინი არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები და რა თქმა უნდა, მათ აქვთ სურვილი, რომ ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის პატრიოტი, რომელიც ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე, ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ცხადია, მათ არ სურთ ასეთი ხელისუფლება იყოს ქვეყნის სათავეში”.

განაცხადა თბილისის მერმა, კახი კალაძემ ევროპარლამენტარების ნაწილზე.