არ წავალ პოლიტიკაში, ვაპირებ, დავაფუძნო ორგანიზაცია – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს დღეს, 18 ივნისს უფლებამოსილების ვადა ეწურება.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას დააფუძნებს.

“ვიქნები ორიგინალური და არ წავალ პოლიტიკაში. გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო სასამართლოს თემაზე ძალიან სიღრმისეული და ფუნდამენტური მუშაობა. არ ვაპირებ, ამ ოთხწლიანი საქმიანობის შემდეგ დავასრულო ეს ეტაპი და შევეგუო იმ სიტუაციას და მდგომარეობას, რაც არის ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემაში. მე ვაპირებ, რომ დავაფუძნო ორგანიზაცია, რომელიც იმუშავებს მხოლოდ სასამართლოს თემაზე.

ახალი, განსხვავებული მეთოდებით და მიდგომებით და განსხვავებული რესურსებით ვაპირებ ამ საკითხზე სიღრმისეულ და გრძელვადიან პერსპექტივაში მუშაობას. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და მოსახლეობას. ჩემი მიზანია, სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი და ეფექტიანი”. – თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.