“არ წახვიდე, არ დამტოვო” – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის რაკლი კობახიძის განცხადებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ გლდანში, სამგორსა და თელავში ქართული ოცნების კანდიდატები ვერ მოიგებენ არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა, ხოლო თუ მოიგებენ, ნიკა გვარამია წავიდეს ქართული მედიიდან.