“ასავალ-დასავალში” წავიდეს მწერლად – აჰმედ იმამკულიევის რჩევა კობახიძეს

ევროპული საქართველოს მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და ურჩევს, გაზეთ “ასავალ-დასავალში” დაიწყოს მუშაობა.

კობახიძემ ნიკა მელიას და იმამკულიევს პროფესიონალი პროვოკატორები უწოდა.

იმამკულიევი კობახიძეს მოუწოდებს, თუ კითხვები აქვს შსს-სა და პროკურატურას მიმართოს და  დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს. აღნიშნული განცხადება მან ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.

„მე მართლა ვწუხვარ, რომ ბატონ კობახიძეს ასეთი ხუშტურები აწუხებს. ბატონი კობახიძე უნდა მიხვდეს ერთხელ და სამუდამოდ, რომ მე სხვა პარტიის წევრი ვარ, ბატონი ნიკა მელია სხვა პარტიის წევრია. ქართული ოცნების წევრების გაკეთებულ საქმეებს ჩვენ რომ გვაბრალებს და სიცრუეს ავრცელებს. მისი ადგილი არაა პოლიტიკაში. კარგი იქნება, რომ ბატონი კობახიძე ასავალ-დასავალში წავიდეს და იქ იყოს მწერალი. კარგი იქნებოდა რომ გაეცნოს საერთოდ საქმეს – ვინ იმყოფებოდა ადგილზე, ვინ რა გააკეთა, ვინ ესროლა ქვა, ვინ სცემა ჟურნალისტს, ვინ სცემა ადამიანებს”, – აცხადებს იმამკულიევი.

ცნობისთვის, გუშინ მარნეულში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფსა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუმტვრიეს. მთავარის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საარჩევნო რეფორმაზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა – კობახიძე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება შესაძლებელია. „თამარ ჟვანია...

მკაფიო “ლუზერები”, ყველაზე მეტად წააგეს არჩევნებში– კობახიძე ევროპულ საქართველოზე

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათთვის წითელი ხაზი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა, სხვა...

ევროკავშირი საქართველოსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას გამოყოფს

ევროკავშირმა დღეს საქართველოს მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში  საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების...

აჭარაში კორონავირუსით კიდევ ერთი, 57 წლის ექიმი გარდაიცვალა

დღეს კორონავირუსისგან აჭარაში კიდევ ერთი ექიმი, 57 წლის მადონა ტაკიძე გარდაიცვალა. ის ქობულეთის ერთ-ერთ კლინიკაში...

$46.5 მილიონის გაყიდვის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით 0.55 თეთრით გამყარდა

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ $46.5 მილიონი დოლარი გაყიდა. შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით...

აუცილებელია, მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს და კორონავირუსთან დაკავშირებით სასულიერო პირებს რეკომენდაციებს აძლევს. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია...

ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება არის კოვიდი – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახლა პრაქტიკულად ყველა გაციება...

უკეთესი იქნებოდა, II ტური რომ არა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო