“სიძულვილის, ადამიანის სიმდაბლის და ზოგადად, ყველაზე უფრო ამაზრზენი დამოკიდებულების გამოხატულება – ზუსტად ეს სიტყვები შეეფერება ღარიბაშვილის იმ მიმართვას, რომელიც დღეს გავრცელდა. გულწრფელად რომ გითხრათ, ასეთი სიმდაბლე, არაადამიანურობა შეშურდებოდა პუტინის გამორჩეულ პროპაგანდისტებსაც კი.
ამ მიმართვით ყველამ საბოლოოდ გაიგო და ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანი მართლმსაჯულება და სამართალი კი არ არის სააკაშვილის მიმართ, არამედ მისი მიზანია გადაწეროს საქართველოს ისტორია, შეურაცხყოფა მიაყენოს ვარდების რევოლუციას და სიმდაბლით გამორჩეული ადამიანები, რომელსაც წარმოადგენს ღარიბაშვლი მის უფროსთან ერთად, ცდილობენ, რომ მთელი საქართველოს სახელმწიფო დაამცირონ.
მათ ძალიან კარგად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის და პუტინის პირადი ტყვე, წარმოადგენს მათთვის ძალიან მნიშვნელოვან შიშის ობიექტს”
ასე ეხმიანება ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის ვრცელ წერილს, სადაც ის სააკაშვილის ჩამოსვლაზე სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს.