“არ ვიცი, ის იყო, როგორც ჩანს, ერთ-ერთი მაყურებელი და ის ერთ-ერთმა ჯგუფის წევრმა მოიხმო სცენაზე. არ ვიცი, აქ რა შეიძლება, გაკეთდეს. უბრალოდ, მე მინდა, შეგახსენოთ ერთი რამ – იყო ასეთი შემთხვევა, ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც ნაცმოძრაობის, ვითომ მთავარი ანტი-რუსული პარტიის მთავარ თავყრილობაზე, თავისუფლების მოედანზე რუსულ ენაზე შესრულდა თბილისო და მაშინ არავინ არ აღელვებულა, არცერთი ადამიანი. ვითომ მთავარი ანტი-რუსული პარტია და არცერთი ადამიანი არ აღელვებულა და დღეს, როცა ვხედავთ ასეთ აღელვებას, რა თქმა უნდა, აქ არის ხელოვნურების ძალიან სერიოზული ნიშნები.
თქვენ იცით, რომ ელენე ხოშტარია, პრაქტიკულად ყოველთვიურ რეჟიმში იღებს მთლიანობაში მილიონობით რუსულ რუბლს რუსეთის ბიუჯეტიდან, ამაზეც არავინ არ ღელავს, ეს მეორე ფაქტი. გიორგი ვაშაძე აქირავებს რუს მდგმურზე თავის ბინას, აქირავებდა/აქირავებს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, აქირავებდა, მინიმუმ. ამაზეც არავინ ღელავს. ამიტომ, მე მგონია, მაქვს უფლება მჯეროდეს, რომ ასეთი აღელვებები უმეტეს შემთხვევაში, არის ხელოვნური, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ადამიანი გულწრფელად შეიძლება აღელდა, ბუნებრივია, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20% და მე რა თქმა უნდა, პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც გულწრფელი აღელვება ჰქონდათ, მაგრამ მე მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში, ასეთი აღელვება არის ხელოვნური და ამ რწმენას მაძლევს წარსული შემთხვევები”,
”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.