ასეთი გაუგებრობა და „დომხალი“ არ მახსოვს – კალოიანი აცხადებს, რომ შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის

“ბევრი პანდემია, ომი და სხვადასხვა ჯანდაცვითი პრობლემები გამომივლია ჩემი კარიერის განმავლობაში და ასეთი გაუგებრობა და „დომხალი“ არ მახსოვს.”- ექიმის, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებლის, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, 24 დეკემბრიდან რეგულაციების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის.ამის შესახებ კალოიანმა,   „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

„შეზღუდვების მოხსნა მიზანშეწონილი არ არის. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით გადატვირთულია კრიტიკული მედიცინის და რეანიმაციის განყოფილებები მძიმე პაციენტებით და მე არ მგონია, რომ სისტემამ უსაფრთხოდ გაუძლოს იგივეს, რაც იყო დეკემბრის პირველ ნახევარში, ოქტომბრის დასაწყისში ან სექტემბრის ბოლოს ბათუმში. ჩემი აზრით, არ არის მიზანშეწონილი შეზღუდვების მოხსნა. არ ვარ დარწმუნებული, რომ გახსნის შემთხვევაში ხელისუფლება მოახერხებს ადეკვატურად მართოს ნაკადები და მართოს იმ შეზღუდვების შესრულება, რაც იქნება დარჩენილი. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს, კატასტროფული „შავი პარასკევი“, არჩევნები და ბევრი მსგავსი ფაქტია, რომელიც არ გვაძლევს იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ მოხსნის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიყოთ. ჩემი აზრით, იანვარ-თებერვალი მოგვიწევს მეტ-ნაკლები შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრება, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ. დღეს 18 დეკემბერია, წარმოიდგინეთ, მართვის როგორ ფანტასტიურ და უსაფრთხო სისტემასთან გვაქვს საქმე, რომ ერთ კვირაში უნდა გადავწყვიტოთ გავხსნით თუ არა საახალწლოდ ქვეყანას და ახლა უნდა წარმოადგინონ მოლებმა გეგმა, შეძლებენ თუ არა ისინი რიგების მართვას. ასეთი კლინიკური ვაკჰანალია, რაც ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან კოვიდის მართვაში, მე ბევრი არ მახსოვს. ბევრი პანდემია, ომი და სხვადასხვა ჯანდაცვითი პრობლემები გამომივლია ჩემი კარიერის განმავლობაში და ასეთი გაუგებრობა და „დომხალი“ არ მახსოვს. ძალიან ბევრი კლინიკური პროტოკოლი და საკითხი არ გვაქვს გაკეთებული. რეალურად, თანმიმდევრულად და ორგანიზებულად არც არაფერი არ კეთდება. ერთ-ერთ ინტერვიუში, კლინიკური ჯგუფის ლიდერი ამბობს, რა ვქნა, ახლა იმიტომ კვდება ამდენი ადამიანი, რომ არ მცალია ყველა პაციენტი ვნახოო და ეს უკვე მეტყველებს, სისტემა როგორ გამართულად მუშაობს“, – განაცხადა კალოიანმა.

წულუკიანის საქციელმა დაგვამუნჯა – კრამონი მიკროფონის წართმევაზე

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმიანება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას და...

რა ვქნა, ოცნებამ რაღაც თქვა და გამოვიდე ახლა მიშელის შეთანხმებიდან? – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისთვის 19 აპრილის შეთანხმება კვლავ არსებობს. "რა ვქნა...

ოპონენტები ვერ ეღირსებიან, დააშორონ საქართველო ევროპასა და აშშ-ს! – კობახიძე

"რაც შეეხება ჩვენს მთავარ ოპონენტებს, მათი ერთადერთი ინტერესია, რომ რამენაირად გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს...

ევროკავშირს დასჭირდება საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის გადახედვა – კრამონი

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება საკუთარ პირობას არღვევს. შეთანხმების ანულირება არღვევს ნდობას...

გორში “ოცნების” მერობის კანდიდატი მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი იქნება

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა. გორში მმართველი პარტიის კანდიდატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე,...

რომც ავიღოთ 3% ლელოსავით, მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა,...

ქართულმა ოცნებამ 63 ქალაქში მერობის კანდიდატები დაასახელა – სია

ქართულმა ოცნებამ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები დაასახელა. 63 მუნიციპალიტეტში კანდიდატები არიან: რუსთავი...

თუ უნდა, სამივე დააყენოს [გახარიამ] – კალაძე არველაძეებზე

მედიაში რამდენჯერმე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიიდან აჩი არველაძემ...

AstraZeneca–ს წარმოებამ მილიარდ დოზას მიაღწია

ბრიტანულ–შვედურმა კომპანია AstraZeneca–მ განაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინების რაოდენობამ ერთ მილიარდს მიაღწია. ეს მილიარდი დოზა მსოფლიოს 170 ქვეყანაში განაწილდა. “ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის, მეცნიერთა...

შესაძლებელია თუ არა ჭაღარა თმას კვლავ ძველი ფერი დაუბრუნდეს–ახალი კვლევა

იმის შესახებ, რომ ძლიერი სტრესისგან გაჭაღარავება შეიძლება, თანაც ზოგჯერ ერთ ღამეში, დიდი ხანია ცნობილია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი შემთხვევაა ცნობილი ომიანობის, ბუნებრივი კატაკლიზმების და მოულოდნელი...

“ტრავმირებული ვარ, უბედური ვარ, ძილი არ შემიძლია“–ბრიტნი სპირსმა სასამართლოს მისი მეურვეობის საქმეზე ჩვენება მისცა

39 წლის პოპ ვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა პირველად მოითხოვა სასამართლოსგან პირადად, მოუხსნან მისი მამის მეურვეობა, რომელიც 2008 წლიდან მის საკონცერტო მოღვაწეობას და ფინანსებს აკონტროლებს. მან...