ასეთი “მენეჯმენტის” პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს – ჭიაბერაშვილი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი შეზღუდვების მოხსნას ეხმიანება და ამბობს, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში, კორონავირუსის მომდევნო პიკი მაისში იქნება.

“ის, რომ სამოქალაქო პროტესტმა შედეგი გამოიღო, კარგია. მაგრამ ვირუსი და თანმდევი ეპიდემია არსად წასულა. გახსნის სიხარულს თან სდევს იმის წუხილი, რომ მთავრობას კვლავაც არ აქვს:

– არც ვაქცინაციის ზუსტი გრაფიკი;
– არც მკაფიო გეგმა, როგორ უნდა ვიარსებოთ მომდევნო 2 წელი, ვიდრე მსოფლიოშიც და ჩვენთანაც ეს პრობლემა იდგება.

გეგმა არაა არც ჩაკეტვა-გახსნა და არც მილიარდობით აღებული ვალით ისევ საკუთარი საარჩევნო ბაზის მოთფვლა. გეგმა არის, როგორ ვცხოვრობთ ისე, რომ არც ვიკეტებით და ინფექციაც ისე არ გაგვირბის, რომ ჩაკეტვა არ მოგვიწიოს.

როცა ეს გეგმა არაა და თან “ლოქდაუნის” პირობებში მთავრობა თვალს ხუჭავს ასეულ კაციან ქორწილებსა და ქელეხებზე, შემთხვევათა მატება გარდაუვალია. ასეთი “მენეჯმენტის” პირობებში მომდევნო პიკი მაისში მოუწევს. ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ საზოგადოებასთან შეთანხმებული და სათანადოდ აღსრულებული წესებით. მოვთხოვოთ მთავრობას გეგმა!”,– წერს ჭიაბერაშვილი Facebook–ზე.

რა შეზღუდვები იხსნება 8 და 15 თებერვლიდან, სრულად იხილეთ ბმულზე.

მიშას ბრალი კი ნამდვილად არის ის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს...

"მიშას ბრალი კი ნამდვილად არის ის, რომ ერთ მხარეს ბურჯანაძე ეჯდა და მეორე მხარეს...

თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ,მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია – გამყრელიძე

თუ მარტი და აპრილი ასეთი სიფრთხილით გავიარეთ, როგორც ახლა მივდივართ, მესამე ტალღის ალბათობა ნაკლებია,...

“აღარც აქციებზე ვივლი, სტიქარს ჩავიცვამ და მონასტერში წავალ“… –ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქით იმ ხარხს მიმართავს, ვინც ამბობს, რომ საპროტესტო აქციებზე...

COVID 19 მოსწავლეთა 0.03%-ს და მასწავლებელთა 0.1%-ს გამოუვლინდა – განათლების სამინისტრო

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის...

საქართველოს მთავრობის ქმედება კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია – ლორა თორნტონი

NDI-ის ყოფილი დირექტორის, ლორა თორნტონი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალუქ სელ twitter-ზე ეხმაურება.  მისი თქმით, ...

დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

დღეიდან, 27 თებერვლიდან, საქარათველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს. თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამა, რომ პირბადის გარეშე...

სოთბის აუქციონმა საჯაროდ გამოიტანა ვან გოგის ტილო, რომელიც დღემდე თითქმის უცნობი იყო

პარიზში ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოფინეს ვან გოგის ნამუშევარი, რომელიც ყოველთვის კერძო კოლექციებში ინახებოდა...

ამ დროისთვის პარლამენტთან 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ამ დროისთვის 11 კარავია გაშლილი.  სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ღამე...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო