ასეთი რამ არ იყო წარმოსადგენი შევარდნაძის დროსაც – სააკაშვილი ზუგდიდზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება და ამბობს, რონ საქართველოს სახელმწიფო გაანადგურეს.  მისი თქმით, ეს ყველაფერი ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკოს შედეგია.

“რა იყო ის, რაც გუშინ ვნახეთ? ასეთი რამე არა მხოლოდ საქართველოში, არ იყო არასოდეს წარმოსადგენი შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვლაპარაკობ, ასეთი რამე შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში, ნორმალურ ქვეყანაში”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლების მმართველობის სისტემას ბიუჯეტისა და კრიმინალების ჰიბრიდს უწოდებს.

ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ძალოვან სტრუქტურებს გუშინ ყურადღება ენმ-ს პარტიულ ღონისძიებაზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი, ფოტოებს უღებდნენ მანქანებსა და ავტობუსებს, რა დროსაც ხალხმრავალ ადგილას შეიარაღებული პირი, ქალაქის ცენტრში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა, შეიჭრა ბანკში და აიყვანა მძევლები.